მე ვფიქრობ რომ ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და სასიამოვნო იყო.მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი დავგეგმეთ. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა. ასევე ვისწავლეთ, როგორ შევინახოთ სურათები ეკრანზე და სურათების მისამართების შენახვა.
მე ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და აუცილებელია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. დღეს ვისწავლეთ პროექტისთვის საჭირო შეფასების სტრატეგიები. სტრატეგიების მეთოდები და ინსტრუმენტები.შევქმენით შეფასების რუბრიკების ფორმები. მაგ:ვმვ,T დიაგრამა. და ა. შ.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.
მე ვფიქრობ რომ, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.რადგან პროექტის წერის დროს გასათვლისწინებელი ყველა ნიუანსი დეტალურად განვიხილეთ. რაც ძალიან გამომადგება მომავალში.
მე ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და საჭიროა. ჩემი აზრით ინტელის ტრენინგები აუცილებელია ყველა მასწავლებლისთვის, რათა სასწავლო პროცესში გამოიყენონ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 21 საუკუნის სკოლებში დიდი მოთხოვნაა ტექნოლოგიების. ამით გაკვეთილები უფრო ნაყოფიერი და საინტერესო ხდება. მოსწავლეებს კი მოტივაცია უმაღლდებათ. დღევანდელი დღე ჩემთვის იყო საინტერესო. ელექტრონული სახელმძღვანელო საუკეთესო საშუალებაა.